ცნობილია, რომელ საგანში იქნება ყველაზე დიდი კონკურენცია  - ეროვნული გამოცდები 2022 
18-04-2022
2022 წელს აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე, 14 აპრილის 18:00 საათამდე დაემატებინათ ან ამოეშალათ ჩამონათვალიდან ნებისმიერი გამოცდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:
 
ისტორია აირჩია 21800 - მდე აბიტურიენტმა; 
მათემატიკა - 13 800 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია - 3400 - ზე მეტმა აბიტურიენტმა; 
გეოგრაფია - 1300 - მდე აბიტურიენტმა; 
სამოქალაქო განათლება - 600-მდე აბიტურიენტმა;
ლიტერატურა -  800 - მდე აბიტურიენტმა; 
ქიმია -  2600 - მდე აბიტურიენტმა; 
ფიზიკა -  350 - მდე აბიტურიენტმა; 
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 200-მდე აბიტურიენტმა. 
 
პროგრამების არჩევისა და წაშლის  საშუალება გამოსაცდელებს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ. ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება. 2022 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად  41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

იხილეთ ასევე: წამყვანისა და მენტორის გამოცდაზე 12 500 -ზე მეტი აპლიკანტი დაეგისტრირდა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203