გაზაფხულის დღესასწაულები ზემო ბოდბის №1 სკოლაში აღნიშნეს
12-03-2018
ზემო ბოდბის №1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედის დღე და რვა მარტი იზეიმეს.

V, VI, VII და IX კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად ქალებს ქალთა დღე, ხოლო დედებს - დედის დღე მიულოცეს. 

ღონისძიება სასიამოვნოდ წარიმართა. 

მოსწავლეებმა შეასრულეს ლექსები, სიმღერები, მორთეს საკლასო ოთახი. 

ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203