ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი ღონისძიებით წარსდგნენ
12-03-2018
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს. 

კლასის დამრიგებლის დახმარებით ბავშვები მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. შესრულდა სიმღერები და ცეკვები. მოეწყო სახალისო შეჯიბრიც მშობლებს შორის, რომელმაც განსაკუთრებულად პოზიტიური მუხტი შესძინა ღონისძიებას.  

ღონისძიების ბოლოს, პატარებმა დედიკოებს და მასწავლებლებს ლამაზი თაიგულებიც აჩუქეს  და ამ გზით დედების მიმართ დიდი სითბო და სიყვარული გამოხატეს. მშობლები და მასწავლებლები ღონისძიებით საკმაოდ კმაყოფილები და ნასიამოვნებნი დარჩნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203