,,გვინდა მოგეფეროთ ასე’’ - კერძო სკოლამ ,,დავითიანი-მარინა გორშკოვა’’ იების აქცია მოაწყო
12-03-2018
ბოლნისის კერძო საშუალო სკოლამ „დავითიანი-მარინა გორშკოვა“ იების აქცია - „გვინდა მოგეფეროთ ასე“ მოაწყო. იების აქციაში მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
აქციის მონაწილეებმა მსვლელლობა გამართეს, ქუჩაში შემხვედრ და სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფ ქალბატონებს 3 და 8 მარტი მიულოცეს და იები აჩუქეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქციის მიზანი ქალბატონებისთვის მათთვის მიძღვნილი დღის გალამაზება იყო.