დილისკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედებს სამი მარტი მიულოცეს
06-03-2018

დილისკის  N1 საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა დედებს  ულამაზესი  საღამო  მოუწყვეს. 

ტრენერ - მასწავლებელმა იამზე  მსხვილიძემ  მოსწავლეებთან ერთად  დაგეგმა  და  განახორციელა  პროექტი „დედა - სიცოცხლის  დიდო  საწყისო“, რომელშიც  ჩართული იყო IV, V, VI, VII  კლასის  მოსწავლეები. პროექტის  ფარგლებში  მოსწავლეებმა  თავად  შექმნეს  ილუსტრაციები  თემაზე  „დედა“, გააფორმეს  კედილის  გაზეთი, მოამზადეს  მისალოცები და  ვიქტორინა. 

ამასთანავე, შეისწავლეს  ლექსები, სიმღერები, ცეკვები და ლამაზი ღონისძიებით დაამთავრეს  პროექტი. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ ერთერთმა მოსწავლემ კომენტარი გააკეთა:

ანაჰიტ გოგოიანი - „მე  ძალიან მომწონს ქართული ცეკვები  და სიმღერები, ჩვენი  მასწავლებლის  დახმარებთ შევისწავლეთ ქართული სიმღერები, აჭარული, რაჭული და მთიულური ცეკვა“. 

სკოლის განცხადებით, მოსწავლეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებებში  ჩართვა, რომელიც ხელს  უწყობს სახელმწიფო ენის დაუფლებას, ქართული კულტურის გაცნობასა და ინტეგრაციას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203