1 ოქტომბრამდე დაბადებულ ბავშვებს სკოლაში შესვლის უფლება უკვე მიეცათ, ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ 2022-2023 სასწავლო წლისთვის დამატებითი რესურსების მობილიზება იქნება საჭირო.
კანონის ავტორების თქმით, სასკოლო ასაკის გადაწევით, გაიზრდება მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 2540 ერთეულით. შედეგად საჭირო გახდება როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება - 720.0 ათასი ლარის ოდენობით.
საჯარო სკოლებისათვის კი საჭირო გახდება სკოლების აღჭურვა დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით: 2540 ბუკი მოსწავლეებისთვის და 100 კომპიუტერი პირველი კლასის დამრიგებლისთვის - ერთეულის ღირებულებაა 800 ლარი - ბიუჯეტი 2,112.0 ათასი ლარი;
სახელმძღვანელოების კომპლექტი 2540 პირველკლასელისთვის - 101.6 ათასი ლარი;
პირველი საფეხურის მერხი და სკამი (2540 ერთეული) – 711.0 ათასი ლარი.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის 2022 წელს აუცილებელი იქნება 3,644.6 ათასი ლარი (აღნიშნული ხარჯი გათვლილია საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სწავლის შემთხევევაში), რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებში.