ხელოვნების, სამოქალაქო განათლებისა და ლიტერატურის გამოცდასთან დაკავშირებით „ნაეკი“ შეხვედრას გამართავს
19-04-2022

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 21 აპრილს, 12:30 საათიდან 13:30 საათამდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ელექტრონულ ფორმატში კიდევ ერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. ღია კარის დღე  ამჯერად დაეთმობა გეოგრაფიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, სამოქალაქო განათლებისა და ლიტერატურის გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებს.

აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები ცენტრის შესაბამისი საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისაგან. ცენტრის თანამშრომლები გამოსაცდელებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ტესტის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით და  ურჩევენ,  როგორ  მოემზადონ გამოცდებისათვის. 

შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. იხილეთ ბმული. 

აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით ტრადიციული ღია კარის დღეები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დეკემბრის თვიდან იმართება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203