აჭარაში 15 წლამდე მოსწავლეებს შორის ძალოსნობის ჩემპიონატი ჩატარდა.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა აჭარის თითქმის ყველა სკოლის მოსწავლე, მათ შორის ქობულეთის ციხისძირის საჯარო სკოლის ოთხი სპორტსმენი.
ბიჭებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილებიც დაიკავეს:
ლევან მიქელაძე - მეორე ადგილი (38 კგ)
მიხეილ კვესიეიშვილი - მესამე ადგილი (46 კგ)
მიქელაძე ბექა - მეორე ადგილი (56 კგ)
მალხაზ შავაძე - მეორე ადგილი (62კგ)
ციხისძირის საჯარო სკოლა მადლობას უხდის სკოლის ტრენერ-მასწავლებელს ზაზა აბულაძეს გაწეული მუშაობისთვის.
იხილეთ ფოტოები