როგორია ახალციხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეების შემეცნებითი ცხოვრება
12-03-2018
ახალციხის N6  საჯარო სკოლის ბაზაზე შეიქმნა წარმატებული მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი, სახელწოდებით „ნატურალისტები“,  რომლებმაც CENN-ის  მიერ ორგანიზებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. 

გუნდის წევრები ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები: ქრისტინე ჩილინგარაშვილი, მარიამ ხმალაძე, მარიამ კაპანაძე და ნიკა მახათაძე იყვნენ. პედაგოგი კი- მაკა აფრიამაშვილი. გუნდმა წარმატებით გადალახა პირველი შესარჩევი ტური და ნახევარფინალში გადავიდა.

ნახევარფინალური ტური გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იაკობ გოგებაშვილის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. კონკურსი დაძაბულ და საინტერესო რეჟიმში მიმდინარეობდა, კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდმა ამ ეტაპზე საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვა, თუმცა თავად მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ დიდი გამოცდილება მიიღეს, რაც დაეხმარებათ შემდგომ კონკურსებში წარმატების მიღწევაში.

გარდა ამისა, ახალციხის N6 საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლის მაკა გელაძის ორგანიზებით სახალისო და შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა, სახელწოდებით „ფიზიკა ჩვენს ირგვლივ“. მასში მონაწილე მე-8 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი თავები წარმატებით წარმოაჩინეს, ჩაატარეს სახალისო და საინტერესო ცდები და შეიმეცნეს მეტი ფიზიკის შესახებ.

ამავე სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ასევე KINGS.GE - ის მიერ ორგანიზებულ კონკურსებში, სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ამირან ჯანაშვილი კი რეგიონის მიხედვით პირველ ადგილოსანია. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203