სასკოლო ასაკის გადაწევით, გაიზრდება მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 2540 ერთეულით. შედეგად საჭირო გახდება როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება - 720.0 ათასი ლარის ოდენობით.
საჯარო სკოლებისათვის კი საჭირო გახდება სკოლების აღჭურვა დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით: 2540 ბუკი მოსწავლეებისთვის და 100 კომპიუტერი პირველი კლასის დამრიგებლისთვის - ერთეულის ღირებულებაა 800 ლარი - ბიუჯეტი 2,112.0 ათასი ლარი;
სახელმძღვანელოების კომპლექტი 2540 პირველკლასელისთვის - 101.6 ათასი ლარი;
პირველი საფეხურის მერხი და სკამი (2540 ერთეული) – 711.0 ათასი ლარი.
აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის 2022 წელს აუცილებელი იქნება 3,644.6 ათასი ლარი (აღნიშნული ხარჯი გათვლილია საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სწავლის შემთხევევაში), რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებში.