უმაღლესი განათების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომელსაც ხელს საქართველოს პრეზიდენტი აწერს. ახალი დოკუმენტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული შეიძლება არსებობდეს ფაკულტეტის, სკოლის, ინსტიტუტის, ამ კანონის IV3 თავის შესაბამისად შექმნილი საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სახით.
ასევე გაიმიჯნა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას შორის უფლებამოსილებები საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით.
აკადემიური საბჭო კი, საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის წარდგინებით საერთაშორისო სკოლისთვის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლისთვის ამტკიცებს: სასწავლო წლის დასაწყისში − კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას.