გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველ წელს მსოფლიოს შვიდი სხვადასხვა ქვეყნის სკოლასთან სადღესასწაულო ბარათებს ცვლიან
12-03-2018

„სადღესასწაულო ბარათების გაცვლა“ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის IEARN (International education and Resource Network) პროექტებს შორის.

უკვე რამდენიმე წელია, რაც გავაზის საჯარო სკოლის (დირექტორი ლელა კაპანაძე) მოსწავლეები ამ პროექტში იღებენ მონაწილეობას და ყოველ წელს მსოფლიოს შვიდი სხვადასხვა ქვეყნის სკოლასთან ცვლიან სადღესასწაულო ბარათებს. 

2017-2018 სასწავლო წელს პროექტში მონაწილეობდნენ VI და IX კლასის მოსწავლეები. პროექტს ხელმძღვანელობს და ფასილიტაციას უწევს ინგლისური ენის მასწავლებელი მზია გაგნიძე.

პროექტს დიდი მისია აკისრია. მოსწავლეები თავისი ხელით ამზადებენ მისალოც ბარათებს და ფოსტით უგზავნიან პარტნიორ სკოლებს. პროექტის მიმდინარეობისპერიოდში ისინი ჩართულნი არიან ახალგაზრდების საერთაშორისო ფორუმში და ერთმანეთს აცნობენ თავისი ქვეყნის კულტურას, დღესასწაულებს, ტრადიციებს, ღირსშესანიშნაობებს, რითაც ისინი ამაყობენ, ყოველდღიურ ცხოვრებას, სკოლის ცხოვრებას. ერთმანეთს უზიარებენ ტრადიციული კერძების რეცეპტებს.

პროექტის დასასრულს მოსწავლეები სკოლაში აწყობენ პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული ბარათების გამოფენას და აკეთებენ პრეზენტაციას. მოსწავლეები საუბრობენ იმ გამოცდილებებზე და უნარებზე, რაც პროექტმა შესძინათ ფორუმებიდან და ბარათებიდან მიღებულ ინფორმაციას უზიარებენ თავის თანატოლებს, მშობლებს, მოწვეულ მასწავლებლებს და სხვა სტუმრებს.

პროექტზე მუშაობა ეხმარება მოსწავლეებს ინგლისური ენის წერისა და მეტყველების უნარების განვითარებაში. იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს ფორუმში მონაწილეობისა და პრეზენტაციისათვის, ამყარებენ ონლაინ კომუნიკაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან და ხდებიან მსოფლიო მოქალაქეები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203