აღდგომის დღესასწაულს არაერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება და რამდენიმე მათგანს ახლა გაგაცნობთ:
ზოგ ქვეყანაში სააღდგომო კვერცხს მთელი წლის განმავლობაში ინახავენ, რათა სახლი ხანძრის, წყალდიდობისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმებისგან დაიცვან;
კათოლიკური აღდგომა მართლმადიდებლურის დადგომამდე ერთი კვირით ადრე 45% შემთხვევაში დგება, 30%-ში - ემთხვევა, 5%-ში - 4 კვირაა განსხვავება, 20%-ში კი - 5 კვირა;
2014 წელს მართლმადიდებლებმა და კათოლიკეებმა აღდგომა ერთად იზეიმეს;
კათოლიკეების სააღდგომო სიმბოლო კურდღელია. ევროპის მრავალ ქვეყანაში ბავშვებს სჯერათ, რომ კარგად მოქცევისა და სიკეთისთვის სააღდგომო კურდღელი ფერადი კვერცხებით დააჯილდოვებს;ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული სააღდგომო კვერცხი კარლ ფაბერჟემ 1883 წელს მეფე ალექსანდრეს დაკვეთით დედოფლისთვის შექმნა;
ყველაზე დიდი სააღდგომო კვერცხი კანადაში დაამზადეს. ის დაახლოებით 2 ტონას იწონის და 8 მეტრი სიგრძისაა;
2011 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდი პასკა გამოაცხვეს, რომელიც 2 ტონაზე მეტს იწონიდა და 2.4 მეტრის სიმაღლისა იყო.