სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, თუმცა მეორე სემესტრს ყველა მოსწავლე ერთსა და იმავე დროს არ ამთავრებს.
ყველაზე ადრე სასწავლო წელს XII კლასის მოსწავლეები დაასრულებენ. მათთვის სკოლაში მისვლის ბოლო დღე 20 მაისი იქნება. პირველკლასელები კი სკოლაში 27 მაისის შემდეგ აღარ გამოცხადდებიან. რაც შეეხება სხვა კლასებს, II-XI კლასის მოსწავლეებისთვის მეორე სემესტრი 15 ივნისს, ოთხშაბათს დამთავრდება, 16 ივნისიდან კი საზაფხულო არდადეგები დაიწყება.
მეორე სემესტრში ყველა მოსწავლისთვის 96 სასწავლო დღეა, გარდა I და XII კლასებისა. პირველკლასელებისთვის ეს სემესტრი 83 დღით შემოიფარგლება, XII კლასელებისთვის კი - 79 სასწავლო დღით.
ცნობისთვის, მაისში სკოლები კიდევ 1 დღეს დაისვნებენ - 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.