izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ქუთაისის N37 საჯარო სკოლას ესტუმრა
20-04-2022

არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა მოსწავლეთა წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი პირობა რომაა, ამაზე დღეს არავინ დავობს; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ყველაზე მზრუნველ პროექტთან მეგობრობაა, რომელმაც დაარსების წუთიდან სკოლა-ბავშვი-ოჯახი გააერთიანა და წლებია მთავარ მიზანს - განათლებული მომავალი თაობების აღზრდას ემსახურება.

ქუთაისის N37 საჯარო სკოლას პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი პირადად ესტუმრა და შეხვდა izrune.ge-ში ჩართულ კლასებს. არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მოსწავლეთა მიღწევებსა და მათ წარმატებებზე მე-2 „გ“ კლასის დამრიგებელს - ინგა ბიბიჩაძესა და მე-3 „ა“ კლასის დამრიგებელს თიკო ძნელაძეს ესაუბრა; სკოლის დირექტორთან - ნანა კენჭოშვილსა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან - მაია ცქიტიშვილთან სამომავლო, მეტად მჭიდრო თანამშრომლობის სტრატეგიებიც დასახა და რაც მთვარია, ქუთაისის N37 საჯარო სკოლელებმა დეტალურად შეიტყვეს, რატომაა მნიშვნელოვანი izrune.ge-ს ტესტების გავლა.

Izrune.ge-ს ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს ბავშვები პირადად გაესაუბრნენ, მშობლებმა კი მადლიერება გამოთქვეს, მოსწავლეთა განათლების ხარისხზე მუდმივად მზრუნველი პროექტის შექმნისთვის.

იყო ემოციების ზღვა, ბევრი კითხვა და უფრო მეტი მზრუნველი პასუხი... ღონისძიების დასასრულს კი ორივე კლასი დაჯილდოვდა დიპლომებით. დღეიდან ისინი 2021-2022 სასწავლო წლის „მომავლის კლასის“ ტიტულის ღირსეული მატარებლები არიან, რაც izrune.ge-ს სახელობითი ტორტის გაჭრითა და ფოიერვერკით აღნიშნეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203