სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „რუსეთის აგრესია საქართველოში".
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ VIIა კლასის მოსწავლეები და პედაგოგი თეა კუპრეიშვილი.
მონაწილეებმა საინტერესოდ ისაუბრეს აღნიშნული თემის გარშემო. თვალსაჩინოებად გამოიყენეს ფოტოები, ვიდეოები, სლაიდები და შთამბეჭდავი პრეზენტაცია შესთავაზეს დამსწრეებს. მოსწავლეებმა გაიხსენეს რუსული ანექსია, აფხაზეთის და 2008 წლის აგვისტოს ომი.
კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა, მან მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოადოების თვალში.
კონფერენციის შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია აღნიშნულ საკითხზე.
იხილეთ ფოტოები