საბავშვო ბაღებში სააღდგომოდ პრემიები დარიგდება - დეტალები
20-04-2022

სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის საჯარო ბაღის თანამშრომლები პრემიას მიიღებენ, - ამის შესახებ Etaloni.ge-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

როგორც ოფიციალურ სტრუქტურაში განგვიმარტეს, პრემირების საკითხი ბიუჯეტით არის განსაზღვრული და წინასააღდგომოდ, თბილისის მუნიციპალური საბავშვო ბაღების უკლებლივ ყველა თანამშრომელი 100-ლარიან წახალისებას მიიღებს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თბილისში 6 ათასამდე აღმზრდელ-პედაგოგი, პედაგოგის თანაშემწე და ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგია, თუმცა პრემირების წესი მხოლოდ მათ კი არა, ყველა პირს ეხება, ვინც თბილისის ბაღებშია დასაქმებული.

იხილეთ ასევე:

მიიღებენ თუ არა სააღდგომოდ პრემიას მასწავლებლები? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მოესწრება თუ არა ხელფასის ჩარიცხვა აღდგომამდე - სამინისტროს განმარტება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203