მე-10 კლასში 2 სავალდებულო საგანი ემატებათ - დეტალები
20-04-2022
მომავალი სასწავლო წლიდან მეათე კლასში სავალდებულო საგნების ჩამონათვალი იზრდება. როგორც ცნობილია, ახლა მე-10 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირება მიმდინარეობს. 

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში, დეტალურად არის შესაძლებელი ყველა იმ სახელმძღვანელოს ნახვა, რომელიც ახლა გრიფირებას გადის, ამასთან თითოულზე მითითებული სტატუსი ანუ სავალდებულოა თუ არჩევითი, რომელი სექტორისთვის არის განკუთვნილი და ა.შ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია გითხრათ, რომ მომავალი სასწავლო წლიდან X კლასში სავალდებულო საგნად შედის მუსიკა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნები. აღსანიშნავია, ისიც რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მასწავლებლის წიგნი გადის გრიფირებას. ექნებათ თუ არა სახელმძღვანელო მოსწავლეებს უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ სახელმძღვანლოების საჯარო განხილვა 1 მაისამდე გაგრძელდება - ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს  grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203