განათლების რეფორმა, დიაგნოსტიკური წერა... ეს საკითხები დღეს ერთ-ერთი აქტუალურია, რასაც პედაგოგი gocha gochoshvili სოციალურ ქსელში ეხმაურება. ფეისბუქ-პოსტს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„აბსურდის თეატრის რეჟისურას თუ სცენარისტთა ამქარს შეშურდებოდა ის ყველაფერი , რაც და როგორც ხდება განათლების სისტემაში .
ამჯერად ე.წ. დიაგნოსტიკური წერების თემაა შემოგდებული „გრადუსის ასაწევად“ და იმის ნიშნად, რომ შესაბამისი „ორგანოები“ თავდადებითა და თანამიმდევრულად მუშაობენ სისტემის გადასარჩენად .
ამ დროს კი შეუიარაღებელი თვალიც იოლად შეამჩნევს ამ პროცესის აბსურდულობას და ივარაუდებს მის ისეთივე კრახით დასრულებას, როგორითაც მისი წინა ეტაპები დასრულდა, რის გამოც სკოლამ იზარალა და ამ ჩაფლავებისათვის არავისთვის პასუხი არ მოუთხოვია.
რამდენიმე მოსაზრებას გავაცნობ ყველას. ამ კუთხით :
1. ეს ე.წ. რეფორმები, თუნდაც მათი „კარგი“ ნაწილი, წააგავს შენობის აგების დაწყებას სახურავიდან.
(დეტალებზე დიდი საუბარი შემიძლია არგუმენტირებულად).
2. კონკრეტულად დიაგნოსტიკურ წერებთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო , რომ ამ თემის შემოგდებამ ნათლად გამოაჩინა და დაასაბუთა, რომ რეფორმის „მამები“ შორს დგანან სასკოლო განათლების საგაკვეთილო პროცესისაგან .
ასე რომ არ იყოს, ნებისმიერ მათგანს უნდა ჰქონდეს დაგროვებული უდიდესი ფორმატის მასალა იმ კითხვებზე პასუხის გადაცემად და შესაფერისი მეთოდური ლიტერატურის შესაქმნელად , რის გამოც გადაწყდა ამ წერების შემოღება .
3. ათასჯერ მითქვამს და გავიმეორებ:
დღეს განათლების სისტემაში გაჩნდა მთელი კასტა ქოუჩებისა, ექსპერტებისა და ჩვენი ე.წ. ზეელიტარული კოლეგებისა, რომლებიც თავიანთი აზრით იმ თვალშეუწვდენელ სიმაღლეებზე არიან უკვე ასულები, რომ მხოლოდ სხვათათვის ჭკუის დარიგების ტრენინგიკის ფორმატით უნდა იყვნენ მხოლოდ დაკავებული .
4. ზოგადად, ჩემი აზრით, ზემოხსენებულ ადამიანები, რომლებიც ლამის ხელშეუხებელთა კასტად არიან ქცეულნი, არ ვგულისხმობ ერთეულ პიროვნებებს, რომელთა კომპეტენტურობაში და ღირსეულობაში არასოდეს შემპარვია ეჭვი, თავად უნდა იყვნენ აქტიურად ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, დასმულ კითხვებზე თავად ატარებდნენ დიაგნოსტიკურ კვლევებს, შემდეგ აწვდიდნენ მასწავლებელთა სახლს, შემდეგ ხდებოდეს მათი გასაჯაროება და ხდებოდეს კოლეგათა დაინტერესება, მოზიდვა მსგავსი კვლევების ჩასატარებლად, მათი ამ კუთხით. არსებული პრაქტიკის თეორიულად გარდაქმნის მიზნით და შემდეგ ამ მასწავლებელთა სახლში დაგროვებული მასალის დამუშავება - განზოგადების გზით შესაბამისი დასკვნების გაკეთებით არსებული პრობლემატიკის გადაჭრის ხერხების, საშუალებების განსაზღვრა .
5. არაერთხელ გამომითქვამს უკმაყოფილება არსებული სიტუაციით და ყოველთვის მრისხანებით დამსხმიან თავს.
მალონ რამდენიც უნდათ, სატკივარი თავს ვეღარ მალავს. შუბი კი ხალთაში არ იმალება“.