მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მახასიათებელი დამტკიცდა
21-04-2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით, 2021 წელს დამტკიცდა   სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი

დარგობრივი მახასიათებლის მოქმედების ვადა განისაზღვრება 7 წლით. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას, სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვას, პროგრამის ათვისებით ისეთი კომპეტენციების ჩამოყალიბებას, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი გახდება საზოგადოებრივ თუ პროფესიულ საქმიანობაში პირის შესაძლებლობების რეალიზება და კარიერული წინსვლა.

სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მოცულობა შეადგენს 60 კრედიტს, ეფუძნება სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს. მისი დასრულების შედეგად გაიცემა სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატი. სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი ეფუძნება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს VI დონით განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. დასაქმების ბაზრის მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.

დარგობრივი მახასიათებლის გაცნობა რეკომენდებულია: 

აბიტურიენტისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს სპეციალური მასწავლებლის პროფესიას;

სპეციალური მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის, რომელსაც აინტერესებს რა ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციებს შეიძენს პროგრამის დასრულების შემდეგ;

დამსაქმებლისათვის, რომელსაც სურს სპეციალური მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულის ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ინფორმაციის მიღება.

ფართო საზოგადოებისთვის დარგობრივი მახასიათებლის  გაცნობის მიზნით, მიმდინარე წლის  10 მაისს, 16:00 საათზე, დისტანციურად, პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით გაიმართება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის  უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია.  

Join Zoom Meeting: https://us02web.zoom.us/j/85192017087?pwd=R0JRMVpYWDlYYzRXWEFvVXNlZmJ2Zz09 

Meeting ID: 851 9201 7087

Passcode: 861666

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203