ქედქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოქმედებითი საღამო გამართეს
12-03-2018
ქედქედის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით სასკოლო ღონისძიება გაიმართა. 

საზეიმო ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული ტრადიციული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. აღსანიშნავია სცენის შესანიშნავი დეკორაცია და მოსწავლეების თემატური კოსტიუმები, რამაც დამსწრე აუდიტორიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„ღონისძიება სასცენო ნომრებით ნამდვილად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოვიდა,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო მასალა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203