სამტრედიის №3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის აღსაზრდელებმა და უფროსკლასელებმა მშობლებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.
ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ ღონისძიებებს მიზანი ერთი ჰქონდათ: კიდევ ერთხელ ხმამაღლა ესაუბრათ იმ დიდ გრძნობაზე, რომელსაც დედაშვილობა ჰქვია.
კვირის განმავლობაში მოეწყო გამოფენა - ,,მიყვარხარ დედა", მოსწავლეებმა წაიკითხეს საკუთარი და ცნობილი პოეტების ლექსები დედასთან დაკავშირებით. გაკეთდა ინსცენირება ,, იავნანამ რა ჰქმნა". ბავშვებმა გამოფინეს კედლის გაზეთები, სადაც გააკეთეს მოკლე მინაწერები. ხელოვნების მასწავლებელმა (ქეთინო მეფარიშვილმა) დირექციასთან ერთად სიურპრიზი მოუწყო დამსწრე საზოგადოებას და აჩვენეს ვიდეორგოლი, სადაც მოსწავლეები ულოცავდნენ დედებს ამ ლამაზ დღეს.
პატარებმა მშობლებს ყვავილები მიართვეს, უმღერეს, ლექსები წაუკითხეს და დაუხატეს.
ღონისძიების ბოლოს კი საკუთარი ხელებით დაამზადეს მისალოცი ბარათები და დედებს მიართვეს.
ღონისძიებამ მოწონება დაიმსახურა, როგორც სკოლის მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში.
გაზაფხულის პირველი თვის პირველმა კვირამ ემოციურად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები