ემზარ წილოსანის სახელობის ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში გაიმარჯვა.
მარიამ მზენაიშვილი კიდევ ერთი მეთერთმეტეკლასელია, რომელიც გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ერთ წელს გაატარებს.
„მომავალ ლიდერთა პროგრამა“ (FLEX) სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს, იცხოვრონ ამერიკულ ოჯახში, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში, გაიცნონ და ურთიერთობა დაამყარონ სხვა ქვეყნის მოსწავლეებთან.
სკოლა ულოცავს მარიამს ამ წარმატებას და უსურვებს მომავალში უფრო დიდ წინსვლას.
იხილეთ ფოტო