ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღე ზეიმით აღნიშნეს
13-03-2018
ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
მუსიკალურ-გასართობი პროექტის ინიციატორი მუსიკის მასწავლებელი მაკა გურგუჩიანია.
ღონისძიების მომზადებაში კი ყველა კლასის დამრიგებელი, მშობელი და მე-5 - მე-12 კლასელები მონაწილეობდნენ.
„სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა 8 მარტი დიდი სითბოთი და სიყვარულით მიულოცეს ერთმანეთს და ყველა ქალს",- აღნიშნავენ სკოლის წარმომადგენლები.
ღონისძიების ბოლოს სკოლის აღსაზრდელებმა საზეიმოდ ტორტი გაჭრეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ზეიმის მონაწილეებს და წარმატებას უსურვებს.