წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახალისო და მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს და 8 მარტი-ქალთა საერთაშორისო დღე ღონისძიებაზე დამსწრე ქალბატონებისთვის კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადეს.
მოსწავლეები დიდი ხანი ემზადებოდნენ იმისთვის, რომ თავიანთი საყვარელი დედებისთვის და ყველა ქალბატონისთვის შემოქმედებითი გზით მიელოცათ ეს დღე.
შესრულდა ცეკვები, სიმღერები, წარმოთქვეს ლექსები და მინი სპექტაკლიც დადგეს. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი.
მოსწავლეებმა ნამდვილად შეძლეს დამსწრე აუდიტორიისთვის თბილი სიტყვებითა და სურვილებით გაელამაზებინათ ერთი დღე. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ ბავშვს მოლოცვისთვის და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები