დიდი სმადის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი, შესარჩევი ტური ჩატარდა.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები