ორბელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს, მშობლებსა და საზოგადოების წევრებს გაზაფხულის დადგომა მიულოცეს.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. დამსწრე აუდიტორია აღფრთოვანებული დარჩა მათი გამოსვლით. მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ბავშვებმა მოახერხეს თავიანთი სახალისო ნომრებით მაყურებელში პოზიტიური განწყობის შექმნა.
მშობლების თქმით, კლასის დამრიგებლის დიდი დამსახურებით ბავშვებმა შეძლეს საკუთარი ნიჭის კარგად წარმოჩენა.
სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს მონდომებისთვის და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები