ბაჩი ანანიძე ციხისძირის საჯარო სკოლის აღზრდილია.
ის სკოლის შემდეგაც აგრძელებს წარმატებით სვლას და უკვე მერამდენედ ასახელა სკოლის სახელი.
ამჯერად ბაჩი მსოფლიო კულტურის ღონისძიებაში მონაწილეობდა. ის პირველი გამომსვლელი იყო და ღონისძიების გახსნაც მას მიანდეს.
ბაჩიმ ღონისძიებაზე ქართული ცეკვები შეასრულა და მაყურებლების მხურვალე ტაში დაიმსახურა.
ციხისძირის საჯარო სკოლა ულოცავს მას ასეთ წარმატებას და სამომავლოდ უფრო მეტ წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები