რომელი წარჩინებული მოსწავლეები ვერ მიიღებენ ოქროსა და ვერცხლის მედლებს? - რა წერია ესგ-ში
08-08-2022

მოსწავლეები, რომლებიც საშუალო საფეხურს წარჩინებით დაასრულებენ ოქროსა და ვერცხლის მედლები ეკუთვნით.

მედლებისა და შესაბამისი სერტიფიკატების მიღებას თავისი წესი აქვს:

  • მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
  • ხოლო ის მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი, მიიღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

საშუალო საფეხურის წარჩინებით დასრულების მიუხედავად, არიან პირები, რომლებსაც ოქროსა და ვერცხლის მედალები, ასევე სერტიფიკატები არ ეკუთვნით. ამის შესახებ ეროვნულ სასწავლო გეგმაშია აღნიშნული:

„პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა.

ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 98/ნ ბრძანების საფუძველზე, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიეს ექსტერნატის ფორმით“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203