სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა სააღდგომო დასვენებების შემდგომ სკოლას დამატებით 2081 მოსწავლე დაუბრუნდა
სააღდგომო არდადეგების შემდგომ სასწავლო პროცესი განახლდა და საჯარო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახიდან დაიწყო. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ხუთშაბათს, 21 აპრილს სწავლის დისტანციური მოდელი 838-მა მოსწავლემ აირჩია, ხოლო საკლასო ოთახში დაბრუნების გადაწყვეტილება 2108-მა მოსწავლემ მიიღო.
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით სარგებლობა საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე სარგებლობს.
- აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის ან მის გასაუქმებლად, საჭიროა მშობლისა და მოსწავლის პირადი ნომრები, რომლებიც უნდა ემთხვეოდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არსებულ ინფორმაციას.
- ასევე, უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებისთვის, პირადი ნომრების შეყვანის შემდეგ, მშობელს საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომერზე გადაეგზავნება ერთჯერადი კოდი.
- გაითვალისწინეთ, თუ მშობლის ნომერი არასწორია ან ის შეიცვალა, დაუყოვნებლივ აცნობოთ სკოლის ადმინისტრაციას, რათა ინფორმაცია ბაზაში სწორად აისახოს და შეძლოთ მოსწავლის რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება.