გრძელდება თუ არა პედაგოგების სავალდებულო კოვიდტესტირება - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტება
26-04-2022

სააღდგომო არდადეგები დასრულდა და სკოლებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდა, კვლავ ძალაშია ჰიბრიდული მოდელი და ბავშვებსა თუ პედაგოგებს დისტანციური სწავლების არჩევის საშუალება აქვთ, თუმცა ამავე დროს არაერთი პედაგოგი დაინტერესდა, გრძელდება თუ არა სავალდებულო გეგმური კოვიდტესტირება? მით უმეტეს, რომ სასკოლო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს, ტესტირება ნებაყოფლობითია და არავის აქვს უფლება, რაიმე დაგვაძალოსო.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, Etaloni.ge-მ დეტალების გარკვევა გადაწყვიტა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს - ციცო დილებაშვილს მიმართა, რომელმაც განმარტა, რომ მასწავლებლებისთვის კოვიდტესირება ნებაყოფლობითი არ არის:

„კვლავ გრძელდება სკოლის პერსონალის კოვიდტესტირება, კვირაში ერთხელ, ეს რეგულაცია არ მოხსნილა“... - განაცხადა Etaloni.ge-სთან ციცო დილებაშვილმა. არადა აღსანიშნავია, რომ სავალდებულო კოვიდტესტირება, მთავრობის გადაწყვეტილებით, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენლებისთვის გაუქმებულია. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203