გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბულინგის წინააღმდეგ გაერთიანდნენ
13-03-2018

გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებზე აქტუალურ და საყურადღებო საკითხზე-ბულინგზე სისტემატურად საუბრობენ.

პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღსაზრდელებს მიაწოდონ ინფორმაცია ჩაგვრის სხვადასხვა ფორმისა და მისი აღმოფხვრის გზების შესახებ.

ბულინგის თამატიკის ირგვლივ მოსწავლეთა მაღალმა აქტივობამ მათი სხვადასხვა პროექტში ჩართულობა განაპირობა.

VII-VIII-IX კლასების მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეორგოლი ბულინგის თემაზე სახელწოდებით „იყავი შენი თავის უფალი!“, ვიდეორგოლში თავად მოსწავლეები მონაწილეობენ, მოქმედება საკლასო ოთახში ხდება. 

მოსწავლეთა თქმით, მთავარი მიზანი ვიდეოს შექმნისა იყო სურვილი ყველასთვის ეჩვენებინათ ჩაგვრის შედეგი და ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანი პასუხისმგებელია როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვაზეც. მათივე თქმით, ადამიანებს აქვთ არჩევანი იმისა, რომ არ იყონ მჩაგვრელები.

მოსწავლეების შექმნილი ვიდეორგოლი ბულინგის შესახებ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203