„სკოლა გუშინ და დღეს“ - საინტერესო შეხვედრა ეშტიის N1 საჯარო სკოლაში
13-03-2018
ეშტიის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო და ემოციური შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის თემა იყო „სკოლა გუშინ და დღეს“.
სკოლაში მოწვეული იყვნენ ორი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. ადამიანები, ვინც ისწავლეს და იმუშავეს საბჭოთა კავშირში და ახალი თაობა.
შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
შეხვედრის მონაწილეები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი და ასრულებდნენ სხვადასხვა დავალებას. მათ მუშაობას ჟიური აფასებდა.
შეხვედრის განმავლობაში მათ შეადარეს მაშინდელი და დღევანდელი სკოლა.
ისაუბრეს სირთულეებზე, განათლების ხარისხზე, სასკოლო ინვენტარზე, სკოლის შინაგანაწესზე, მასწავლებლებისა და მოსწავლეების უფლებებზე, სასწავლო რესურსებზე, სწავლების ახალ და იმდროინდელი მეთოდებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე. იპოვეს ძალიან ბევრი საერთო, მაგრამ ამავედრულად აღიარეს რომ ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მაშინდელი და დღევანდელი სკოლები.
ბოლოს კი მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორს ასეთი საინტერესო და ორიგინალური შეხვედრის ორგანიზებისათვის.