ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მე-7გ კლასის მოსწავლემ ნათია ხარაძემ „კინგსის“ ქართული ენის ოლიმპიადაზე საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილი, რეგიონის მასშტაბით კი პირველი ადგილი დაიკავა.
იგი არის აგრეთვე „კინგსის“ ოლიმპიადის მათემატიკისა და ინგლისურის ოლიმპიადის წარმატებული მონაწილე, რისთვისაც დაჯილდოვდა სიგელებითა და წყალტუბოში დასვენებით.
სკოლა ულოცავს ნათია ხარაძეს მიღწეულ წარმატებებს და უსურვებს შემდგომ წინსვლას.