შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და წამყვანი და მენტორი მასწავლებლების გამოცდებისათვის საცდელი ტესტირებები ჩატარდა. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის ათას ორასამდე მსურველმა, ხოლო უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამსვლელმა ექვსასამდე პედაგოგმა.
საცდელი ტესტირება მიზნად ისახავდა ტესტურ დავალებათა ფსიქომეტრიულ ანალიზს, რომლის შედეგადაც დგინდება თითოეული დავალების სირთულე და სხვა მონაცემები. ეს შედეგები მნიშვნელოვანია საგამოცდო ინსტრუმენტების მომზადებისა და დახვეწისათვის, ასევე იმისათვის, რომ ტესტი მაქსიმალურად რელევანტური იყოს იმ პოპულაციისათვის, რომელიც აპირებს გამოცდის ჩაბარებას.