ეშტიის N1 საჯარო სკოლაში შემეცნებითი ტრენინგი ჩატარდა
13-03-2018
ეშტიის N1 საჯარო სკოლაში უფროსკლასელმა მოსწავლეებმა ტრენინგი ჩაატარეს. 

ტრენინგი პროექტის „თანატოლგანამანათლებლები - თანატოლთა უფლებებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა.  
 
აღნიშნული ტრენინგი ლიდერობას და გუნდურ მუშაობას ეხებოდა: როგორ გავხდეთ ლიდერი, რა თვისებები ახასიათებს ლიდერს, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება გუნდურად მუშაობისას და რას მოიცავს ლიდერობა და გუნდური მუშაობა ერთად.  
 
ტრენერები ამავე სკოლის მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები, კატია ავაეტისიანი და ხაჩიკ ერანოსიანი იყვნენ.  
 
სწავლების დასრულების შემდეგ ტრენინგში მონაწილეებმა აღნიშნეს სწავლების პროდუქტიულობა და ხარისხი. 
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203