თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები ზეიმით აღნიშნეს
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეები ზეიმით აღნიშნეს.
ყველა კლასმა განსხვავებული მისალოცი პროგრამა მოამზადა. ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვნენ მშობლები.
სკოლის აღსაზრდელებმა მშობლებსა და მასწავლებლებს გაზაფხულის დღესასწაულები ლექსებით, სიმღერებითა და წარმოდგენებით მიულოცეს. ღონისძიების ბოლოს კი მათ საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები და ყვავილები აჩუქეს.
,,ღონისძიებამ მხიარული და ხალისიანი განწყობა დაგვიტოვა“, - აღნიშნავს ღონისძიების ერთ-ერთი მაყურებელი.
იხილეთ ფოტოები