სკოლის მოსწავლეთა შორის ნივთიერებების ავადმოხმარების შემთხვევათა შემცირებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას აქტიურად აგრძელებს.
სკოლის პერსონალისა და მოსწავლეებისთვის მისაწოდებელი ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის პროგრამის და მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნილი ტრენინგ-მოდულების მეშვეობით, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ატარებენ.
პროგრამის მიზანია ნივთიერებათა ავადმოხმარებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების ცოდნა და მათი მინიმუმამდე დაყვანა, პრევენცია და მოზარდებში დამცავი ფაქტორების გაძლიერება.