სადიაგნოსტიკო დავალება საგნის მასწავლებელმა უნდა შეამოწმოს - დეტალები
03-05-2022

სადიგნოსტიკო წერამ სკოლებში დიდი ინტერესი და უამრავი კითხვა გააჩინა. მართალია ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს არ არის ტესტირება, მით უმეტეს, გამოცდა, მაგრამ ფაქტია - სკოლებს ვადა მიმდინარე სემესტრის ბოლომდე აქვთ. 

დიაგნოსტიკური შეფასება ჩატარდება ყველა საჯარო სკოლაში და მოიცავს IV-IX კლასებს. როგორც Etaloni.ge - მ გაარკვია, მოსწავლეებმა დავალება ფურცელზე უნდა დაწერონ; სადიაგნოსტიკო ნაშრომი მასწავლებელმა უნდა შეასწოროს და შემდეგ თიმსში უნდა ატვირთოს შეფასება. ამასთან, ზოგადი განათლების რეფორმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ელექტრონულ ჟურნალში გაჩნდება ახალი გრაფა, სადაც მოსწავლეთა შედეგები აისსახება.

შეგახსენებთ, რომ სადიაგნოსტიკო წერაში განმსაზღვრელი შეფასება არ იწერება და პედაგოგი, მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით უნდა შემოიფარგლოს.

იხილეთ: სკოლებმა სადიაგნოსტო წერა სემესტრის ბოლომდე უნდა ჩატარონ

მოსწავლეთა ტესტირებას ყველა სკოლა ინდივიდუალურად ჩაატარებს- სამინისტროს განმარტება

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203