აფენის N2 საჯარო სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილეობით დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
05-03-2018
აფენის N2 საჯარო სკოლაში სამი მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„დედის თაიგული“ - ასე ერქვა ღონისძიებას, სადაც მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და დედებს მიართვეს საკუთარი ხელით დამზადებული საჩუქრები. 

სკოლის დირექცია ულოცავს ყველა დედას დედის დღეს და დიდ მადლობას უხდის ამ ღონისძიების ორგანიზატორებს - აფენის N2 საჯარო სკოლის სპეციალურ მასწავლებლებს ეკატერინე ციციშვილსა და ლია კაპანაძეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203