ოქროსმედალოსანი მოსწავლეები 500-ს, ვერცხლისმედალოსნები კი 300 ლარს მიიღებენ
27-04-2022

თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი იმ კურსდამთავრებულების წახალისება, ვისი ოჯახიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია.

სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებზე, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ოქროს მედალზე და ოჯახის შეფასების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლითაა, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებზე, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ვერცხლის მედალზე და ოჯახის შეფასების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლითაა, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) სკოლის წარჩინებით დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საბანკო ანგარიში;

ე) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203