ნასაკირალის საჯარო სკოლაში გაკვეთილი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა
ნასაკირალის საჯარო სკოლის XI კლასში გაკვეთილი - ,,არაბთა პირველი გამოჩენა საქართველოში“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენელის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს ესაუბრათ არაბების შემოსვლაზე საქართველოში, დაეწერათ ესე თემაზე - რა უარყოფითი შედეგი მოუტანა არაბობამ საქართველოს და ესაუბრათ საქართველოს ისტორიაში ისლამის როლზე.
,,გაკვეთილზე გამოვიყენე შემდეგი მეთოდები: გონებრივი იერიში, კითხვა-პასუხი, მინი ლექცია, პაუზებით კითხვა და დისკუსია“,- აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.
მასწავლებლის თქმით, გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების საშუალებით მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების და ჯგუფური მუშაობის უნარები.
ისტორიის პედაგოგმა გაკვეთილზე ისტ-ი გამოიყენა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა აღნიშნული თემის შესახებ აუდიო და ვიზუალური გზით მიიღეს ინფორმაცია.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ გაკვეთილში.
,,შევძელით გაკვეთილისთვის დასახული მიზნის მიღწევა და სათანადო შედეგზე გასვლა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები