აფენის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ბრბოს ფსიქოლოგიაზე გაკვეთილი ჩაატარა
13-03-2018
საკუთარი აზრის გამოხატვა და მისი დაცვა ყველა დროში აუცილებელია, განსაკუთრებით დღეს, თანამედროვე ყოფაში, როცა ხშირია ძალადობის, სხვისი აზრის უგულებელყოფის შემთხვევები.

ამ და სხვა თემებზე ისაუბრეს აფენის N2 საჯარო სკოლაში, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ენდი დათეშიძემ მერვე კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: ბრბოს ფსიქოლოგია მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვის“ მიხედვით. 

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირება ბრბოს ფისქოლოგიაზე, რა დამანგრეველი ძალა აქვს ბრბოს, როგორ კარგავს მასში მოხვედრილი ადამიანი გონებრივი აზროვნების უნარს, სჩადის მისთვის მიუღებელ ქმედებას, ემოციური ტალღის გადავლის შემდეგ თუ როგორ განიცდის სინანულს, სინდისის ქეჯნას, მაგრამ უკვე დაგვიანებულია. 

გაკვეთილმა საშუალება მისცა მოსწავლეებს კარგად გაეზრებინათ, თუ როგორი მნიშვნელოვანია საკუთარი აზრის გამოხატვა, მისი მტკიცედ დაცვა და მოქმედება საკუთარი გონების კარნახით. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203