უფროსი სპეციალური მასწავლებლების, ასევე წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა პრეტესტის შედეგები შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა. რამდენად სახარბიელოა ეს მონაცემები, აჯობებს, კომპეტენტურმა პირებმა ისაუბრონ, თავად პედაგოგები დიდად კმაყოფილები არ არიან, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა.
სხვათა შორის განსაზღვრულია მაქსიმალური საგამოცდო ქულაც - პროფესიულ უნარებში - 60, სპეციალური პედაგოგებისთვის - 54, მაგრამ მასწავლებლებს თავად პრეტესტის საკითხები აინტერესებთ. „ნაეკმა“ კი განმარტა, რომ წინასაგამოცდო ტესტი არ გამოქვეყნდება. ასე რომ დაახლოებით 2000-მდე მასწავლებელმა ვინც პრეტესტი წერა, იცის, რა სახის საკითხები იქნება გამოცდაზე, დანარჩენ 11 ათასზე მეტ აპლიკანტს (პროფესიული უნარებისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 13 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა) კი წარმოდგენა არ ექნება ტესტის შესახებ.
იხილეთ ასევე:
წამყვანისა და მენტორის გამოცდაზე 12 500 -ზე მეტი აპლიკანტი დაეგისტრირდა
5 საგნის მასწავლებლებს ექსპერტები შეხვდებიან
წამყვანისა და მენტორის გამოცდის მაქსიმალური ქულა ცნობილია