ქვედა სიმონეთის №2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს.
I და III კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელ, ფატმან კლდიაშვილთან ერთად გაზაფხულს ღონისძიება სახელწოდებით „გაზაფხული, ქალი, დედა“ მიუძღვნეს.
მოსწავლეები მასწავლებლებს, მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ და გაზაფხულის მობრძანება და ქალთა და დედის დღე მიულოცეს.
პატარები ერთმანეთს ანაცვლებდნენ ლექსებს, ცეკვებს და სიმღერებს. წარმოადგინეს სცენარები დედასა და დედაშვილობაზე. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია პირველი კლასის მიერ შესრულებულმა გრიგოლ ორბელიანის ,,მუხამბაზმა“.
ღონისძიების ბოლოს პატარა გოგო-ბიჭები სამადლობელი სიტყვებით დააჯილდოვეს სკოლის დირექტორმა თინათინ ბეჟაშვილმა და მშობლებმა.
იხილეთ ფოტოები