ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში მე-7-მე-11 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის მოსვლა კონკურსით - „ხელმარჯვე გოგონები“ აღნიშნეს.
სკოლაში მშობლების, მოსწავლეებსა და მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გუნდური აქტივობები მოეწყო. გუნდში გაერთიანებული იყო მშობელი, მოსწავლე და მასწავლებელი.
მოსწავლეები ერთმანეთს ხილისა და ბოსტნეულის სალათების მომზადებაში, ქაღალდისგან საღამოს კაბების შექმნაში და პოდიუმზე ოსტატურად გავლაში შეეჯიბრნენ.
მაყურებლებში განსაკუთრებული მოწონება იაპონურმა იკებანამ დაიმსახურა. სკოლის აღსაზრდელებმა ყვავილებით მორთვის ხელოვნებით ჟიურიც მოხიბლეს.
კონკურსში ჩართული იყვნენ ვაჟებიც, რომლებმაც თანაკლასელ გოგონებს თანამედროვე და ორიგინალური ნაწნავები დაუწნეს და ჩვილის მოვლის ოსტატობა აჩვენეს.
საუკეთესო „ხელმარჯვე გოგონების“ გუნდები სამახსოვრო სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
მაყურებლების თქმით, კონკურსი საზეიმო, საგაზაფხულო და სახალისო გამოვიდა.
სკოლა მადლობას უხდის ორგანიზატორს, კონკურსის იდეის განმხორციელებელს, სკოლის დამსახურებულ პედაგოგს მადონა ხონელიძეს და კონკურსში ჩართულ თითოეულ მონაწილესა და მხარდამჭერს.
იხილეთ ფოტოები