განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განცხორციელების უფლება გაუუქმდა შემდეგ სასწავლო დაწესებულებებს:
ა(ა)იპ ახალ პროფესიულ კოლეჯს გაუუქმდა ავტორიზაცია - გადაწყვეტილება 420759.
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება - გადაწყვეტილება 420760.
სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება - გადაწყვეტილება 420778.
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება - გადაწყვეტილება 420779.
შპს ყოვლადწმინდა სამების სახელობის ქართული აკადემიას გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება - გადაწყვეტილება 420780.
შპს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება - გადაწყვეტილება 420781.
გადაწყვეტილებები ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 26 აპრილიდან.