მართლწერის კონკურსში „მზექას“ სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს
13-03-2018
მართლწერის კონკურსში, რომლის ორგანიზატორი „NESC“-ი გახლდათ, ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა.  

უფროსკლასელთა შორის IX კლასის მოსწავლემ ანნა კიკაბიძემ პირველობა არავის დაუთმო.

უმცროსკლასელთა შორის კი VIII კლასის მოსწავლემ მარიამ მამუკაშვილმა მეხუთე ადგილი დაიკავა.

ორივე მოსწავლე შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. 


ანნა კიკაბიძეს კი როგორც რეგიონის გამარჯვებულს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203