საჯარო სკოლაში პირველ კლასში მოსწავლეთა მისაღებად რეგისტრაციის პირველი ეტაპი შეცვლილი ბრძანების მიხედვით 28 აპრილს სრულდება. I ეტაპზე რეგისტრაციის უფლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს აქვთ.
I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვების მშობლები სკოლებში დოკუმენტების წარდგენას 2022 წლის 29 აპრილიდან 2022 წლის 6 მაისის ჩათვლით შეძლებენ.
პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:
იხილეთ: პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
პირველკლასელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა ბრძანება მიიღო