ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექტორმა ქების სიგელებით დააჯილდოვა
13-03-2018
თემურ ზაქარაძის სახელობის ხარაულის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებას დაწყებითი კლასის პედაგოგები იამზე კეჟერაძე და რუსუდან განდელიძე ხელმძღვანელობდნენ.
დედისა და ქალთა დღე ქალბატონებს სკოლის დირექტორმა მურმან ზაქარაძემ, დირექტორის მოადგილე მარინა ბერიძემ და ხელოვნების პედაგოგმა ზაუმა ხარაძემ მიულოცეს. მათ ქალბატონებს ჯანმრთელობა და უსაზღვრო ბედნიერება უსურვეს.
ღონისძიების უძღვებოდნენ მოსწავლეები თათია მახარაძე და ალექსანდრე დიასამიძე.
მოსწავლეებმა სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს დედებსა და ქალბატონებს გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაულები.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა პატარები ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის ქების სიგელებით დააჯილდოვა.